The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია მენთეშაშვილი

Date of birth:12 March, 1934  (90 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1960წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, 1961–1969წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი, 1978–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1995 წლიდან ფსიქიატრიის კათედრის გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ნაწილი ეხება ფსიქიატრიის ბიოლოგიურ პრობლემებს, კლინიკო–ექსპერიმენტული ხასიათის ნაშრომები კი ეხება პიროვნების კვლევის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებათა დროს. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა კლინიკურ ორდინატორთა მომზადების კათედრას. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლები  ინვოლუციური ფსიქოზისა და შიზოფრენიის დროს მოგვიანებულ ასაკში", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.199; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საინსტიტუციო საბჭო, წევრი
  • საზოგადოება "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" , წევრი
  • სამედიცინო სამეცნიერო–საინფორმაციო ჟურნალ "მკურნალი"-ს სარედაქციო კოლეგია , წევრი
  • საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია, გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: