შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს და ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო–სამედიცინო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1958წწ. იყო საბჭოთა არმიის სამხედრო ექიმი; 1958–1964წწ. თბილისის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო №1 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965–1976წწ. აფხაზეთის ფილტვის ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი, 1976–1997წწ. თბილისის აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თორაკალაური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 89 სამეცნიერო ნასრომისა, რომლებიც ეხება ფილტვის ტუბერკულოზსა და ჩირქოვანი პროცესების ქირურგიულ მკურნალობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 5 საკანდიდატო დისერტაცია. თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ–კონსულტანტი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის ეკონომიური რეზექციის უახლოესი და შორეული შედეგები ტუბერკულოზის დროს", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფილტვის რეზექცია გავრცელებული ტუბერკულოზის დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |