შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ოქრომჭედლიშვილი-სერებრიაკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხური განყოფილება 1863 წელს. 1863 წელს დანიშნეს ქართული ენის უფროს მასწავლებლად მოსკოვის აღმოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტში; 1865 წელს შეთავსებით დაინიშნა მოსკოვის უნივერსიტეტში ქართული ენის მასწავლებლად; 1871 წელს ლაზარევის ინსტიტუტში გაიხსნა სპეციალური კლასები და დაარსდა ქართული ენის კათედრა და იგი დოცენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს; 1882 წლიდან პარალელურად აირჩიეს ინსტიტუტის სპეციალური კლასების საბჭოს მდივნად. ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და რჩევითა თუ მატერიალური დახმარებით ყოველთვის ცდილობდა რაიმე სასარგებლო მონაწილეობა მიეღო ქართულ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ხშირად აქვეყნებდა წერილებს ქართული ანბანის ქართველთა და სომეხთა ურთიერთობისა და სხვა საკითხების შესახებ ჟურნალებში: "ივერია", "საქართველოს მოამბე", "ნოვოე ობოზრენიე". 1884 წელს მისი ხელშეწყობით გამოქვეყნდა "ვისრამიანი"; დიდი თანხა გაიღო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წინამძღვრიანთკარის სასწავლებლისათვის, ქართული თეატრისათვის, ქართული ხელნაწერების გამოცემისა და რუსეთსა და უცხოეთში ღარიბი ქართველი სტუდენტებისათვის; სამტრედიის ახლოს, სოფელ საჭილაოში ააგო ხე-ტყის დიდი და კარგად მოწყობილი სახერხი ქარხანა. ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე. საკანდიდატო დისერტაციის თემა-"თემურ ლენგის ლაშქრობა საქართველოში"(რომელიც დაკარგულად ითვლება). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.296; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |