The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ოცხელი

იოსებ ოცხელი
Date of birth:28 September, 1865
Date of death:9 April, 1919  (at 53 years)
Burial location:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
Category:Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი პირველი ხარისხის დიპლომით 1889 წელს.

აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. საქართველოში დაბრუნებულს, როგორც პოლიტიკურად "არაკეთილსაიმედოს", მასწავლებლობა აუკრძალეს. 1892 წელს ქუთისში დააარსა კერძო "ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით"; 1900 წელს დაინიშნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად; 1905 წელს მისი ძალისხმევით ეს სკოლა გადაკეთდა ქუთაისის კერძო ქართულ გიმნაზიად. ქართულ გიმნაზიაში დაარსდა საკვირაო სკოლა, რომელიც 1910 წელს სახალხო უნივერსიტეტად გადაკეთდა. ნებისმიერ საქმეს, რომელიც მას ებარა, ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით აკეთებდა. ზრუნავდა მოსწავლეებზე, ღარიბ მოსწავლეებს გადასახადებისაგან ათავისუფლებდა და მატერიალურად ეხმარებოდა მათ. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა საზოგადოება  "სინათლე", რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართული საქალაქო სასწავლების დაარსება. სკოლა პირველი სასწავლებელი იყო, სადაც  ყველა საგანს ქართულ ენაზე  ასწავლიდნენ. მაგრამ წიგნები არ არსებობდა ქართულ ენაზე  ამიტომ ოცხელის რჩევითა და ინიციატივით დაარსდა წიგნის გამომცემოლობის "განათლები", ამხანაგობა, რომლემაც შედარებით მოკლე დროში სასწავლებელი მოამარაგა ქართული სახელმძღვანელოებით. იგი იყო ჟურნალ "სკოლა და ოჯახის" დამაარსებელი, ქართული ტერმინოლოგიის დადგენის მოამაგე; აქტიურად ედგა მხარში ქართული პედაგოგიკის პატრიარქს იაკობ გოგებაშვილს.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე

Bibliography

  • ქრესტომატია : საშუალო სასწავლებლის I კლასის კურსი (Author). - ქუთაისი, "განათლება"-ს გამოცემა, 1918. - 186გვ.
  • გუთანი : ოჯახსა და შკოლაში საკითხავი წიგნი (Co-Author). - ქუთაისი, თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1911. - 428გვ.

Share: