The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ მეტრეველი

დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო ქ. ჩიმკენტის(ყაზახეთი) მე–3 სამშობიარო სახლის გინეკოლოგი; 1967–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, 1971–1992წწ. ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1993 წელს პროფესორი, 1994 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქალის სასქესო სფეროს ანთებითი დაავადებების, ორსულობის შენარჩუნების მკურნალობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "შინაგანი გენიტალიის ანთებით დაავადებათა პათოგენეზში ურატების როლის შესახებ"(თბილისი, 1995). მისი ხელმძღვანელობით დაცულია  2 საკანდიდატო დისერტაცია. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადნექსიტების მკურნალობის ახალი პათოგენეზური ტაქტიკა", დაიცვა 1992 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.203


გააზიარე: