The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია აისბერგი

დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1868
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1942  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია საფორტეპიანო განყოფილება 1902 წელს.

სწავლობდა კომპოზიციას ნ. ა. რიმსკი–კორსაკოვთან და ვენაში პედაგოგ ი. ცეხნერთან; 1906–19017წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1917–1923წწ. და 1934–1942წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; პარალელურად 1923–1934წწ. იყო ბაქოს კონსერვატორიის პროფესორი, 1924–1930წწ. კი რექტორი; აისბერგის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ თვალსაჩინო როლი ითამაშა საქართველოს საფორტეპიანო საშემსრულებლო კულტურის განვითარებაში; მისი ქართველი მოწაფეები იყვნენ: ა. ბალანჩივაძე, რ. გლეზერი, მ. ევთიშვილი, თ. ქუთათელაძე, თ. შავერზაშვილი, ნ. ჩიქოვანი, ე. აგაბეკოვა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 18



გააზიარე: