The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით პარკაძე

დავით პარკაძე
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1951  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემოჭალა, გორის მაზრა.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1904 წელს; ოდესის უნივერსიტეტი 1910 წელს.

1905 წელს ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე. 1905 წელს იგი გარიცხეს ოდესის უნივერსიტეტიდან სტუდენტთა არალეგალური კრებების ორგანიზაციის და დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო; 1906 წელს ხელახლა დააპატიმრეს რევოლუციურ მუშაობაში მონაწილეობისათვის და გადაასახლეს ტამბოვის გუბერნიაში. გადასახლებაში მან შეძლო ტამბოვის გუბერნატორის პირადად ნახვა და აიძულა იგი, გადასახლებულთა ერთ ნაწილზე გაევრცელებინათ ე.წ. "ვიტეს მანიფესტი"; 1906 წელს თავი აღიდგინა ოდესის უნივერსიტეტში, რომელიც 1910 წელს დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებულს სახელმწიფო გიმნაზიაში მუშაობის უფლება არ მისცეს; ერთი წელი იმუშავა მასწავლებლად სურამის კერძო პროგიმნაზაში; 1911 წლიდან მიიწვიეს იმ გიმნაზიაში, სადაც თვითონ სწავლობდა. აქ იგი ასწავლიდა მათემატიკას 1924 წლამდე; 1918-1926წწ. პარალელურად მუშაობდა თბილისის ჰუმანიტარული ტექნიკუმის მასწავლებლად; 1919 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მასწავლებელთა კოოპერატივი; 1926-1941წწ. მუშაობდა თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ გადავიდა მე-15 საშუალო სკოლაში; 1943-1944წწ. მუშაობდა სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ და მათემატიკის მასწავლებლად; 1944-1950წწ. თბილისის ქალთა მე-5, ვაჟთა მე-7 და სხვა სკოლებში; 1947-1949წწ. შეთავსებით მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კითხულობდა მათემატიკის სწავლების მეთოდიკას და ელემენტარული მათემატიკის სპეციალურ კურსს; 1950 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად; სხვადასხვა დროს შეთავსებით მუშაობდა პედაგოგიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, პედაგოგიურ სადგურში, სასკოლო მუშაობის მეთოდ-კაბინეტში და სხვ. ჩართული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში; ეკუთვნის მრავალი მეთოდური ნაშრომი.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/157-parkadze

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1948-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: