The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი პეტრიაშვილი

დაბადების თარიღი:178?
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ასტრახანის სასულიერო სემინარია 1796 წელს.

ორი წლის განმავლობაში მღვდლად მსახურობდა ყიზლარში; 1798 წლიდან იქვე მუშაობდა ჯარის ერთ-ერთ პოლკში იმავე თანამდებობაზე; 1803 წელს სინოდმა გაათავისუფლა იგი ბერად შესადგომად, მაგრამ იმავე წელს საქართველოს მთვარმართებელმა გენერალმა ციციანოვმა წამოიყვანა თბილისში თავისი კანცელარიის მთრგმნელის თანამდებობაზე; 1804 წელს დაინიშნა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორად და 1811 წლამდე ასრულებდა ამ თანამდებობას. მას კარგი ადმინისტრატორისა და მასწავლებლის სახელი ჰქონდა მოპოვებული; გაზარდა მოწაფეთა კონტიგენტი, მოაწყო სტამბა სასწავლებელთან, შეადგინა ქართული ენისა და ლიტერატურის ქრესტომათია, თარგმნიდა რუსული ენიდან სახელმძღვანელოებს და ხელმძღვანელობდა მათ ბეჭდვას სასწავლებლის სტამბაში; 1806 წელს მეფეს თხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება ბერად აღკვეცის მიზნით, მაგრამ ალექსანდრე I-მა არ გაანთვისუფლა; 1810 წელს მან კვლავ აღძრა შუამდგომლობა მეფის წინაშე დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. თვალსაჩინო ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/159-petriashvili

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: