The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელეონორა მეტრეველი

დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1923  (102 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1948 წელს, მარქსიზმ–ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტი 1952 წელს, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი ექიმ–პარაზიტოლოგის სპეციალობით 1959 წელს.

1948–1949წწ. მუშაობდა დედათა და ბავშვთა  ჯანდაცვის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1952–1960წწ. რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოში; 1960–1966წწ. პედიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1966 წლიდან აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჰემატოლოგიურ ლაბორატორიაში ექიმად, სამხარეო პათოლოგიის შემსწავლელ ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1995 წლიდან ჰემატოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ლეიკემოიდურ რეაქციებს, სხვადასხვა სახის ჰემოდოზურ ანემიებს, ბავშვთა ასაკის რევმატიზმებს, რაქიტს, სისხლში მიკროელემენტებს, მათ როლს, სხვადასხვა სახის დეფიციტურ ანემიებს საქართველოს მოსახლეობაში. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოლიზური ანემიების კლინიკო–ჰემატოლოგიური დახასიათება ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1966 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.202; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.381

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა და ჰემატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: