The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ჟურული-იმედაშვილი

ანა ჟურული-იმედაშვილი
ოფიციალური სახელი:ანა ჟურული
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1927  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

18 წლისა იყო, როცა თბილისის ეპარქიალური სასწავლებელი დაამთავრა და ცოლად გაჰყვა ცნობილ მწერალს, საზოგადო მოღვაწესა და რევოლუციონერს იოსებ იმედაშვილს. ხშირად ესწრებოდა ი. იმედაშვილის მიერ გახსნილ ბუკინისტურ მაღაზიაში გამართულ არალეგალურ კრებებს, სადაც გაიცნო რევოლუციონერები. მაღაზიაზე ეჭვი მიიტანეს, გაჩხრიკეს და იოსებ იმედაშვილთან ერთდ ისიც დააპატიმრეს. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მან ბუკინისტური მაღზიიდან მთელი წიგნები გაიტანა თავის მშობლიურ ხაშმში ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გასახსნელად და ბიბლიოთეკას სათვეში ჩაუდგა. სოფელში გახსნა ჭრა-კერვის სკოლა. გაიოზ იმედაშვილის დედა.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.423


გააზიარე: