შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლარა მეშველიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1954–1957წწ. იყო მალარიისა და პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1959–1971წწ. ს. ვირსალაძის სახერლობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1998წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლის იანვრიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის. ხელმძღვანელობს დიპლომანტებსა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატების მაძიებელ დისერტანტებს. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლისა და ძვლის ტვინის სურათი ბრუცელოზის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.203; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |