შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა ალთუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს(საფორტპიანო). 1968 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო და კამერული ანსამბლი), 2001 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი; 1970–1994წწ. საქართველოს საფორტეპიანო დუეტის დამაარსებელი და წევრი მედეა ფანიაშვილთან ერთად; მ. ალთუნაშვილისა და მ. ფანიაშვილის საფორტეპიანო დუეტმა ხელი შეუწყო ქართველ კომპოზიტორთა რიგი საფორტეპიანო დუეტების შექმნას, იყო ამ ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი და აქტიური პროპაგანდისტი; მათ რეპერტუარში იყო: ვ. აზარაშვილის "ქართული სიუიტა", "ესპანური სიუიტა", "ძველებური სიუიტა", "იმპროვიზაცია", ა. მაჭავარიანის 2 პიესა, "ძველებური ცეკვა", ს. ნასიძის სიუიტა "სამი ხალხური ცეკვა", ფ. ღლონტის ტოკატა, ოდა, ს. ცინცაძის სიუიტა ბალეტიდან "დემონი", ტ. ბაქრაძის სიუიტა "ამორძალი", ა. ბალანჩივაძის პიესები, ო. გორდელის ბალადა, რ. გაბიჩვაძის "დივერტისმენტი", ბ. კვერნაძის პოემა, "ცეკვა–ფანტაზია", ო. თაქთაქიშვილის სიუიტა, რ. ლაღიძის "საჭიდაო", შ. მშველიძის 2 პიესა; სხვა რეპერტუარიდან 2 ფორტეპიანოსათვის - ბრამსი, ბრუბეკი, ბუქსტეჰუდე, დებიუსი, მოცარტი, სენ–სანსი, ტელემანი, შუმანი, ლიადოვი; აგრეთვე ილუსტრაციები – ა. ბალანჩივაძის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპინოსათვის, მ. ცერცვაძის ვოკალური ციკლი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის; გასტროლებს მართავდა სსრკ და საქართველოს ქალაქაბში; პიანისტი, ანსამბლისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 22 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |