შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბარა მთვარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1942 წელს. 1943–1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ექიმი უფროსი ლაბორანტი; 1944–1954წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ექიმი უფროსი ლაბორანტი; 1961–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კათედრის ასისტენტი; 1970–1997წწ. ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამხრის დისტალური ნაწილისა და მტევნის ძვლების გაძვალების პროცესი და მისი დამოკიდებულება ფიზიკურ განვითარებასთან ქ. თბილისის 3–18 წლის ასაკის მკვიდრთა შორის", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |