The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ მიზანდარი

მალხაზ მიზანდარი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს.

1980–1983წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი სამედიცინო რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის სპეციალობით; 1984 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის თანამშრომელი; ნიუ-ჰოსპიტალის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი; საქართველოში ინტერვენციული რადიოლოგიის ფუძემდებელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტთან აფილირებული ულტრაბგერითი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი. 193 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემების, აგრეთვე თვალის სხივურ დიაგნოსტიკას.  ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმოგრაფია თერმომაჩვენებელთა კომპიუტერული დამუშავებით ქრონიკული ქოლეცისტიტის კომპლექსურ სხივურ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ულტრაბგერითი კვლევის შესაძლებლობები სხივური დიაგნოსტიკის კომპლექსში და პერკუტანულ ტრანსჰეპატურ ჩარევებში ღვიძლის კეროვანი და სანაღვლე გზების ზოგიერთი ობსტრუქციული დაავადებების დროს", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.352; ნიუ-ჰოსპიტალი: newhospitals.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია, პრეზიდენტი

გააზიარე: