შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა მითაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1964წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფ. კაკაბეთის უბნის ექიმი–თერაპევტი; 1965–1968წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1969–1980წწ. პედიატრიული, სან. ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1980 წლიდან არის პროფილაქტიკური მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების კლინიკურ ფარმაკოლოგიას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიპიდური და ჰეპარინული ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლის შესწავლისთვის კორონალური ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |