Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან მინდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს; ინტერნატურა და ასპირანტურა შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე. 1986-2003წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის რითმის მოშლის და ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2019წწ. ო. ღუდუშაურის ესც კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი; 2019 წლიდან "კარდიოკლინიკა" - კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი; 2020 წლიდან კლინიკა "რეიმანი" - კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი; 2020 წლიდან კლინიკა "ციტო" - კარდიოლოგი-კონსულტანტი, ექოკარდიოგრაფისტი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტიტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პედაგოგი შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში; დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი - პედაგოგი კარდიოლოგიაში. გავლილი აქვს სტაჟირება უცხოეთში: არაინვაზიური და ინტერვენციული ექოკარდიოგრაფია ფოკუსირებული სარქვლოვან პათოლოგიაზე ( TTE/TOE 2D/3D); პარიზის ლარიბუაზიეს, სენტ-ანტუანის, პომპიდუს-ჰოსპიტალი (2001,2002,2005,2006,2008,2011,2013,2015); მიღებული აქვს ლიცენზირება კარდიოლოგიაში, ექოკარდიოგრაფიაში, რადიოლოგიაში ( 2002); ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების აკრედიტაცია ექოკარდიოგრაფიაში (2015); არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონკურსის გამარჯვებული, საკონკურსო თემა: "წინაგულთა ფიბრილაციის მართვა ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიით" (2000). კარდიოლოგი, ექოკარდიოგრაფისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის რითმის ვეგეტატიური რეგულაცია ტრავმული შოკის დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.205 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |