შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მინდორაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976–1970წწ. იყო სოხუმის სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1979–1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამრეწველო მიკროკლიმატის ლაბორატორიის გამგე, სოფლის ჰიგიენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ინსტიტუტის დირაქტორის მოადგილე; 1993 წლიდან საქ. ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1976–1979წწ. არჩეული იყო საქართველოს ჰიგიენისტთა და სანიტარულ ექიმთა აფხაზეთის განყოფილების სწავლულ მდივნად. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისრტაციის თემა - "მეციტრუსეთა შრომის ჰიგიენა", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.205 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |