შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოლორეს მუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963–1968წწ. იყო გორის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1968–1975წწ. რკინიგზის სამმართველოს მთავარი მეან–გინეკოლოგი, 1975 წლიდან აკად. ე. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მეანობა–გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულთა და ახალშობილთა ზოგიერთ ბიოქიმიური და რეოენცეფალოგრაფიული მაჩვენებლები", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |