Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ მიქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1981წწ. იყო ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი ორთოდონტიაში; 1981–1995წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1995 წლიდან დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, ყბა-კბილთა სისტემის ანომალიებისა და დეფორმაციების, ზედა ტუჩისა და სახის თანდაყოლილი ნაპრალის მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ თამბაქოს, ჩაისა და ციტრუსების მწარმოებელ სასოფლო–სამეურნეო რაიონებში დაბადებულ და მცხოვრებ ბავშვთა კბილთა ამოჭრის ვადები და კბილთა და თანკბილვის მდგომარეობა", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციების კლინიკა და ორთოდონტული მკურნალობა ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვებში და მოზარდებში", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.206; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.353 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |