The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ რცხილაძე

ვასილ რცხილაძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1861
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1920  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შაშიანი, თელავის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი და აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში.

გაეცნო აკრძალულ ლიტერატურას, გაიმსჭვალა სოციალისტური იდეებით, ფარულად ბეჭდავდა და კედლებზე აკრავდა პროკლამაციებს. მას დაპატიმრება ელოდა, რის გამოც მან დატოვა საქართველო და შვეიცარიაში გაემგზავრა. ორი წელი სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში; 1883 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და 1900 წლამდე ჯერ მასწავლებლად, მოგვიანებით კი ინსპექტორად მუშაობდა. 1905 წელს დააარსა სახალხო უნივერსიტეტი და ზედიზედ გამოსცა "არითმეტიკული ამოცანების კრებული" (1898), "ბუნების მოვლენათა აღწერა" (1905), სახელმძღვანელო "მცენარენი და ცხოველნი" (1913). აღსანიშნავია მის მიერ 1906 წელს თარგმნილი "შვეიცარიის ძირითადი კანონების" კრებული. 1909 წელს მისი რედაქტორობით, ხოლო 1914 წლიდან ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ხარჯით გამოსვლას იწყებს ჟურნალი "მოსავალი".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.317; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადგილობრივი მრეწველობის კომიტეტი, თავმჯდომარე (1918-)
  • მეღვინეთა კომიტეტი, წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: