შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. წარმატებით დაამთავრა გიმნაზია. სულ მალე ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა იგი დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1903 წელს მოსკოვში გაემგზავრა საექიმო კურსებზე ჩასაბარებლად. 1906 წელს სამშობლოში დაბრუნებული, მარიამ დემურიას საკვირაო სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის მერე წამოწყებულ მოძრაობაში, სადაც ძირითადი თემა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისათვის ბრძოლა იყო. სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით "ქრისტინეს გასამართლება", რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა. 1930 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი არაერთი ზღაპარი, მოთხრობა და იგავ-არაკი აღიარებული იყო შესანიშნავ ქართულ საბჭოთა საბავშვო ნაწარმოებებად. დაგვიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება თავის თანამედროვე მწერალ ქალებზე. სუფრაჟისტი, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და დემოკრატია: feminism-boell.org; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |