The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ტყეშელაშვილი

ნინო ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1956  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

წარმატებით დაამთავრა გიმნაზია. სულ მალე ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა იგი დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1903 წელს მოსკოვში გაემგზავრა საექიმო კურსებზე ჩასაბარებლად. 1906 წელს სამშობლოში დაბრუნებული, მარიამ დემურიას საკვირაო სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის მერე წამოწყებულ მოძრაობაში, სადაც ძირითადი თემა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისათვის ბრძოლა იყო. სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით "ქრისტინეს გასამართლება", რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა. 1930 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი არაერთი ზღაპარი, მოთხრობა და იგავ-არაკი აღიარებული იყო შესანიშნავ ქართულ საბჭოთა საბავშვო ნაწარმოებებად. დაგვიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება თავის თანამედროვე მწერალ ქალებზე.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/178-tkeshelashvili


გააზიარე: