The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ქრისტეფორე უგრელიძე

ქრისტეფორე უგრელიძე
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:1899  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ქუთაისის გუბერნია.

ქუთისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1872 წელს შევიდა სასულიერო სემინარიაში. მაშინვე ჩაება მოწაფეთა არალეგალური წრის მუშაობაში, მონაწილეობას იღებდა მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალში და მომავალი საზოგადო მოღვაწეობისათვის აქტიურად ემზადებოდა. სასულიერო სემინარია დაამთავრა 1878 წელს და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის სასულიერო აკადემიაში შევიდა. ამ წლებში დაარსდა მოსკოვის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა "ქართული სათვისტომო“, რომლის მიზანი იყო სამშობლოდან შორსმყოფი ქართველი სტუდენტების ყოველმხრივი დახმარება. სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად იგი აქტიურად მონაწილეობდა "ქართული სათვისტომოს" საქმიანობაში; მოსკოვიდან ხშირად უგზავნიდა ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს კორესოპნდენციებსა და საზოგადო საკითხებზე დაწერილ სტატიებს. აკადემიაში და შემდეგშიც პედაგოგიკის ისტორიაში სპეციალდებოდა, მისი დისერტაციაც დაწერილი იყო თემაზე: "ჯონლოკი ბავშვთა აღზრდის შესახებ". 1882 წელს აკადემია წარმატებით დაამთავრა და წინადადება მისცეს დარჩენილიყო აკადემიაში პროფესორად მოსამზადებლად, მაგრამ მან უარი თქვა აკადემიაში დარჩენაზე, საქართველოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1882 წელს იგი დაინიშნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ახალ სენაკში, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. თავისი უანგარო მუშაობით დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა მოწაფეებში. 1883 წელს იგი გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად. თბილისში მან საზოგადო საქმიანობას მიჰყო ხელი, აგრძელებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების შეკრებას, შესწავლასა და დამუშავებას; თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მთავრობის მოხელეები მას "არასანდო პირად" თვლიდნენ. 1891 წელს იგი ქუთისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა რუსული ენის მასწავლებლად. დაიწყო მისი დევნა პოლიტიკურ ნიადაგზე. იგი გადაიყვანეს ჩერნიგოვის გუბერნიაში მასწავლებლად. 

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/190-ugrelidze

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1885-)

გააზიარე: