Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა მონიავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1951 წელს. 1954–1957წწ. იყო საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1963წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1963–1977წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, თავისა და ზურგის ტვინის მოქმედების საკვანძო საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თალამური ბირთვების გავლენა თავის ტვინის აქტივობაზე"(მეცნიერება, 1985). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2002 წელს მიღებული აქვს "ქ. თბილისის ერთგულების მედალი". საკანდიდარო დისერტაცია თემა - "ზურგის ტვინის ვაზური და ტონური საკოორდინაციო აპარატების ფუნქციური თავისებურებანი და მათი ურთიერთმოქმედება", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თალამოქერქული ურთიერთმოქმედების შესახებ", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.207; ივანე ბერიტაშვილის ექსერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: www.lifescience.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.297 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |