შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაადურ მოსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1975წწ. იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1975–1988წწ. მუშაობდა ლენინგრადის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1985-1988წწ. ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგი; 1988-1990წწ. ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1989 წლიდან არის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის გამგე; 1990-2012წწ. I კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდონიმალური კლინიკის ქირურგი; 1996 წლიდან ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2011-2012წწ. I კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდონიმალური ქირურგიის მიმართულების ხელძღვანელი; 2012 წლიდან შ.პ.ს "კარაპს მედლაინი"-ის ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ზოგადი ქირურგიის, ტრანსპლანტაციის, ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო და ორი სადოქტორო დისერტაცია. 1990 წელს მიღებული აქვს აშშ ქირურგთა კოლეგიის ფულადი ჯილდო და სერტიფიკატი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველად მრავლობითი ავთვისებიანი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების კლინიკა", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სწორი ნაწლავის კიბოს კომბინირებული მკურნალობის შდეგების გაუმჯობესების გზები", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.207; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.201-315 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |