The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი უთურგაული

გიორგი უთურგაული
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1851
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1897  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახიელი, ხევსურეთი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი 1867 წელს. იმავე წელს შევიდა სასულიერო სემინარიაში. 1871 წელს ერთ-ერთ მასწავლებელთან მწვავე კონფლიქტის გამო, გარიცხეს; 1871 წელს შევიდა თბილისის სამასწავლებლო სკოლაში; 1875 წელს წარჩინებით დაამთავრა სამასწავლებლო ინსტიტუტი.

1875 წელს მოზდოკის საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა; ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და რევოლუციურ მუშაობას, ამის გამო იგი მოხსნეს თანამდებობიდან და 1878 წელს თბილისში დაბუნდა. აქტიურად თნამშრომლობდა ნიკო ნიკოლაძის "ობზორში" და გაზეთ "დროებაში". უმთავრესად აშუქებდა სწავლა-განათლების საკითხებს, ამავე დროს აგრძელებდა რევოლუციურ-ხალხოსნურ მუშაობას. 1881 წელს იგი დანიშნეს ნახიჭევანის სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად; 1884 წელს გადავიდა ხონის საოსტატო სემინარიაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1897 წელს იძულებული იყო მასწავლებლობისათვის თავი დაენებებინა და საცხოვრებლად თელავში გადასულიყო.

წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 1/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, ვ. ქაჯაიას რედაქციით. -თბ., 1953. გვ.-347-350; განმანათლებლობა საქართველოში : იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1879-)

გააზიარე: