The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ფერაძე

ილია ფერაძე
Other name:ილია ჩხერიმელისპირელი  (Pseudonym)
ნებოძირელი  (Pseudonym)
Date of birth:10 July, 1866
Date of death:4 August, 1928  (at 62 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Writer, Educator, Poet, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნებოძირი, შორაპნის მაზრა.

დაამთავრა ქუთისის სასულიერო სასწავლებელი 1882 წელს; თბილისის სასულიერო სემინარია 1889 წელს. სახელმწიფო ხარჯზე გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1893 წელს.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაება აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში. პირველად დანიშნეს გორის სასულიერო სასწავლებელში; 1896-1907წწ. მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1908 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ბათუმში, სადაც 1918 წლამდე დარჩა; 1908-1918წწ. ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობასთან ერთად ითვლებოდა აგრეთვე აჭარის სახალხო სკოლების ინსპექტორად; 1918 წელს დანიშნეს ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორად, ამ თანამდებობაზე იგი 1922 წლამდე დარჩა; შემდეგ იგი გადაიყვანეს ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმის გამგედ; 1924-1925 სასწავლო წელს მუშაობდა ველისციხის საშუალო სკოლის დირექტორად; 1925-1926წწ. სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1926 წლიდან სამუშოდ კვლავ გადმოვიდა თბილისში, სადაც განაგრძობდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ავტორია მთელი რიგი სახელმძღვანელო წიგნების და ლიტერატურულ-პუბლიცისტური, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული და სხვა ხასიათის ნაშრომებისა; 1880-იანი წლებიდან სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და სხვადასხვა საკითხზე თავისი დროისათვის მნიშვნელოვან და საყურადღებო წერილებს აქვეყნებდა. მისი ლექსები იბეჭდებოდა "მწყემსში", "კვალში", "განათლებაში", " თეატრი და ცხოვრებაში"და სხვა. წერდა ლიტერატურულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, თარგმნიდა უცხოელი და რუსი მოწინავე მწერლების ნაწარმოებებს. ირაკლი, ბიძინა და გიორგი ფერაძეების მამა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.166

Bibliography


Share: