The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა მშვენიერაძე

შოთა მშვენიერაძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2000  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1956 წელს.

სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, როგორც კურორტოლოგია-ფიზიოთერაპიის კათედრაზე, ასევე პედიატრიული ფაკულტეტის პარტიული ბიუროს მდივნად; ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰიგიენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; საქართველოს რესპუბლიკური გაერთიანება "სანავიოს", საერთაშორისო ორგანიზაცია "ცოდნის" და სამკურნალო კურორტების კონსულტანტად; იყო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი; 1994 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალ "მკურნალი"-ს მთავარი რედაქტორი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები - ("სიტყვის ძალა", "სურამი", "მკურნალობა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე" და სხვა).

შოთა მშვენიერაძე 1960-იანი წლებიდან აწარმოებდა რეგისტრირებულ კერძო სამედიცინო პრაქტიკას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს კურორტების განვითარებაში. ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინის განვითარების საქველმოქმედო ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი (1997-)
  • საერთაშორისო ასოციაცია "ინტერმედი"-ს პროფესორთა საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: