The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ანდრიაძე-დოლიძე

მანანა ანდრიაძე-დოლიძე
Date of birth:12 May, 1951
Date of death:19 February, 2013  (at 61 years)
Category:Scientist, Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს.

1982 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის პედაგოგი, 1991 წლიდან დოცენტი, 2000 წლიდან პროფესორი; 2004 წელს დააარსა სტუდენტურ–ფოლკლორული ანსამბლი; 1998–2000წწ. მუსიკისმცოდნეობისა და კომპოზიციის კათედრის დეკანი; 2001–2005წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და რექტორის მოადგილე სამეცნიერო–სასწავლო დარგში; 2005 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო სასწავლო და სამეცნიერო დეპარტამენტის დირექტორი, პედაგოგი; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ქრისტიანული კვლევის დარბაზის წევრი; საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის კონსულტანტი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სკერცოს ჟანრის ევოლუცია", დაიცვა 1983 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა -  "საგალობელთა ჟანრები და ნევმირების ტრადიცია XIX საუკუნის ქართულ ხელნაწერებში", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 30

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადენიკოსი (2000-2013)

Share: