Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა ანდრიაძე-დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს. 1982 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის პედაგოგი, 1991 წლიდან დოცენტი, 2000 წლიდან პროფესორი; 2004 წელს დააარსა სტუდენტურ–ფოლკლორული ანსამბლი; 1998–2000წწ. მუსიკისმცოდნეობისა და კომპოზიციის კათედრის დეკანი; 2001–2005წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და რექტორის მოადგილე სამეცნიერო–სასწავლო დარგში; 2005 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო სასწავლო და სამეცნიერო დეპარტამენტის დირექტორი, პედაგოგი; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ქრისტიანული კვლევის დარბაზის წევრი; საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის კონსულტანტი; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სკერცოს ჟანრის ევოლუცია", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საგალობელთა ჟანრები და ნევმირების ტრადიცია XIX საუკუნის ქართულ ხელნაწერებში", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 30 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |