The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი მჭედლიშვილი

დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1952 წელს.

1952–1954წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სასამართლო-საექსპერტო რესპუბლიკურ ბიუროში; 1963–1971წწ. ექსპერიმენტულ და კლინიკურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1971–1972წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის გულსისხლძარღვთა პათოლოგიისა და ათეროსკლეროზის საკითხებზე. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სალკოტინის გავლენა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის განვითარებაზე", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფარმაკოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: