Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. ინტერნატურის კურსი გაიარა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში; 1974–1978წწ. იყო რუსთავის ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1978–1980წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1986წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1986–1996წწ. ასისტენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი ავტორობით დაბეჭდილია მთელი თავები სახელმძღვანელოებში: "ახალშობილთა დაავადებები"("განათლება", თბილისი, 1990); "ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა"(თბილისი, 1993). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Tდა B ლიმფოციტები ზურგის ტვინის სითხესა და პერიფერიულ სისხლში ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში ცნს-ის ჰიპოქსიური დაზიანების დროს", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.213 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |