The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარგარიტა ანდრონიკაშვილი

დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1942  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თურქეთი.

დაამთავრა პეტერბურგის ქიმიური ინსტიტუტი 1899 წელს, პარიზის კერძო მუსიკალური სკოლა 1902 წელს(პიანისტ-შემსრულებლის დიპლომით).

1903 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და კონცერტმაისტერი; 1911–1917წწ. თბილისის ფილარმონიული საზოგადოების მუსიაკლური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1917–1919წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და სოლო სიმღერის კლასის კონცერტმაისტერი; 1929 წელს თბილისის ოპერის მომღერლებისგან დააარსა I ეგრეთწოდებული "რევოლუციური ვოკალური კვარტეტი", რომელიც კონცერტებს მართავდა კლუბებსა და ფაბრიკა–ქარხნებში; ფრანგულიდან თარგმნიდა საოპერო ლიბრეტოებს; თანამშრომლობდა მომღერლებთან: დ. ანდღულაძე, სოხაძე, ბადრიძე, პ. ამირანაშვილი, ნ. ცომაია, ზ. სვანიძე; ბეთჰოვენის დაბადებიდან 100 წლისთავის საიუბილეო კონცერტისათვის მოამზადა N9 სიმფონია(გერმანულ ენაზე); სსრკ პირველი ჰიდროელექტროსადგურის საზეიმო გახსნის ცერემონიალისთვის მოამზადა ზ. ფალიაშვილის კანტატა "ზაჰესს"; დადგმისათვის მოამზადა მრავალი ქართული ოპერა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 31

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: