Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981–1983წწ. იყო მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის კლინიკური მიზნობრივი ორდინატურის კლინიკური ორდინატორი, 1984–1987 წლებში ასპირანტი კარდიოლოგიის სპეციალობით, 1988 წლიდან იყო ამავე ცენტრის ბავშვთა თანდაყოლილ მანკთა განყოფილებაში უმცროსი, 1991 წლიდან უფროსი, 1995 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა გულის თანდაყოლილი მანკების, ექოკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკის, გულის თანდაყოლილი მანკების ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პერიოდის თერაპიული მკურნალობის ასპექტებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. კარდიოლოგი(ბავშვთა), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციიის თემა - "ერთპარკუჭიანი გულის ექოკარდიოგრაფიული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.214 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |