The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ ფრუიძე

დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1943  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალპანა, ლეჩხუმი.

დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი 1889 წელს.

1891 წელს დაინიშნა ალპანის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; სპეციალური პედაგოგიური ცენზის უქონლობის მოტივით მოუწია სკოლიდან წასვლა; 1894 წელს მუშაობა დაიწყო ალპანის გლეხთა სასამართლოს მდივნად; 1902 წელს მემამულეთა წინააღმდეგ გლეხების წაქეზებისათვის მოხსნეს სასამართლოს მდივნის პოსტიდან; 1904 წელს სოფელ ჭრებალოში ჩამოყალიბებული რევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრა გახდა; 1905 წლის იანვარში 700 შეიარაღებული გლეხი ფრუიძისა და სხვათა მეთაურობით ქუთისის არსენალის ასაღებად გაემართა, მაგრამ ცენტრიდან მიღებული მითითებით რაზმი უკან დაბრუნდა; 1905 წლის მარტში ლეჩხუმში შემოვიდა დამსჯელი რაზმი, რომელმაც გადაწვა ეჭვმიტანილთა სახლ-კარი. სამსონ ფრუიძე ციმბირში გადაასახლეს; 1909 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და გააგრძელა რევოლუციური საქმიანობა; 1910 წელს მისი და სოფლის სხვა თავკაცების თოსნობით ალპანაში გაიხსნა საკრედიტო საზოგადოება, რომელშიც სამოცზე მეტი გლეხი გაერთიანდა, იგი ამ საზოგადოების ხაზინადარად აირჩიეს; 1914 წელს ალპანაში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" დააარსა ბიბლიოთეკა, იგი ამ ბიბლიოთეკის გამგედ დანიშნეს; 1924 წელს იგი მასწავლებლობას დაუბრუნდა და დაინიშნა სოფელ ზოგიშის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად; 1927 წელს გადაიყვანეს სოფელ აჭარისხიდის ოთხწლიანი სკოლის გამგედ; 1932 წლიდან მუშაობდა ალპანის არასრულ საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები დამოღვაწეები: nateba.websail.net


გააზიარე: