The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევ არაქელოვი

დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1980  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის სპეციალობით 1945 წელს.

ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე აქვე განაგრძო მუშაობა ასისტენტად; პარალელურად მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის ქორმაისტერად; 1945–1972წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბარიტონი), პარალელურად მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური პედაგოგიკის კაბინეტში, შემდეგ ხმის ჩამწერი კაბინეტის გამგედ; შესრულებული აქვს: თადე(ა. ფალიაშვილი "ლატავრა"), გოჩა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ფარსადანი(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), აბდუშაჰილი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), შოთა(ა. შავერზაშვილი "მარინე"), ამირანი(ა. ბალანჩივაძე "მზია"), ამირანი, თომა(ა. ანდრიაშვილი "ზვავი", "ჩხიკვთა ქორწილი"), გუგუა(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"), ორბელიანი(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), ასევე: ჟერმონი(ვერდი "ტრავიატა"), ფიორელო(როსინი "სევილიელი დალაქი"), სილვიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ფრედერიკი(დელიბი "ლაკმე"), ელეცკი, ონეგინი, მაზეპა(პ. ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", "მაზეპა").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 34

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: