Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ქინქლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგორეთი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა ბათუმის ექვსწლიანი სამოქალაქო სასწავლებელი 1907 წელს და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ოზურგეთის მაზრის ხვარბეთის ორკლასიან სასწავლებელში. 1909 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის დააპატიმრეს და ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს; 1912 წელს იგი ნახჩევანში გადაიყვანეს, სადაც მას საშუალება მიეცა მუშაობა განეახლებინა; 1912-1917წწ. მუშაობდა აღმზრდელ-მასწავლებლად ბაბაევის სახელობის ვაჟთა გიმნაზიაში; 1917 წელს დანიშნეს ბათუმის მაზრის სოფელ ფერიის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; ერთი წლის შემდეგ იგი ოზურგეთის მაზრის ხვარბეთის დაწყებით სკოლაში გადავიდა სამუშაოდ; 1920 წელს დანიშნეს ბათუმის "გოროდოკის“ დაწყებითი სკოლის გამგედ; 1931 წლიდან განაგებდა ბათუმის საფაბრიკო-საქარხნო შვიდწლედს; 1934 წელს გადაიყვანეს ბათუმის საცდელ-სანიმუშო შვიდწლიანი სკოლის დირექტორად; ერთი წლის შემდეგ დანიშნეს ბათუმის N5 შვიდწლედის გამგედ; 1936 წლიდან მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგედ, შემდეგ კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. იყო აჭრის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატის შტატგარეშე ინსპექტორი და მეთოდურ დახმარებას უწევდა ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს რაიონების სკოლებს. 1930 წელს დაიბეჭდა მისი პიესა "ბილიკებით ფართო გზაზე", რომელიც წარმატებით იდგმებოდა აჭრის სასოფლო კლუბებში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |