შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არისტო ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხონი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. 1882-1883წწ. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას გორის საოსტატო სემინარიაში; 1885-1906წწ. - ხონის სამასწავლებლო სემინარიაში, თბილისის ქართულ გიმნაზიასა და სამასწავლებლო ინსტიტუტში. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს, ადგენდა და ბეჭდავდა სასკოლო სახელმძღვანელოებს, თავისი წვლილი შექონდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საუკეთესო მცოდნე იყო საქართველოს წარსულისა და ძველი ქართული სიმღერა-გალობისა. პედაგოგი, გრამატიკოსი. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.527-528; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |