The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არისტო ქუთათელაძე

არისტო ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:1912  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხონი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი.

1882-1883წწ. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას გორის საოსტატო სემინარიაში; 1885-1906წწ. - ხონის სამასწავლებლო სემინარიაში, თბილისის ქართულ გიმნაზიასა და სამასწავლებლო ინსტიტუტში. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს, ადგენდა და ბეჭდავდა სასკოლო სახელმძღვანელოებს, თავისი წვლილი შექონდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საუკეთესო მცოდნე იყო საქართველოს წარსულისა და ძველი ქართული სიმღერა-გალობისა. პედაგოგი, გრამატიკოსი.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.527-528; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1879-1899)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: