The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ნადარეიშვილი

აკაკი ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1970 წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარული ნაწილის ექიმ-ორდინატორად; 1971–1972 წწ. გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს უროლოგად; 1972-1974 წწ. მოსკოვის ს. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი იყო, კლინიკის ექიმ-უროლოგი; 1981-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკათაშორისი ულტრაბგერითი გამოკვლევების განყოფილების ექიმი; 1985-1991 წწ. ინსტიტუტის უროლოგიური კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1990–1998 წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არის კლინიკური მედიცინის სამეცმნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმლის დაავადებათა კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებებია: თირკმლის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა. უროლოგი, სამედიცინო რადიოლოგი და რენტგენოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონტრალატერალური თირკმლის ცვლილებები ცალმხრივი მწვავე ოკლუზიური პიელონეფრიტის დროს", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა თირკმლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.216; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.181; აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი: facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.275

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ულტრაბგერითი ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ხაზინადარი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები - ხელოვნური შარდისბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით"
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში რადიოლოგიისა და უროლოგიის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-საორგანიზაციო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: