The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



აკაკი ნადარეიშვილი

დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1944  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1970წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სანიტარული ნაწილის ექიმი; 1971–1990წწ. მოსკოვის ს. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1990–1998წწ. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტისა და მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტრავენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძრვანელი. ავტორია 97 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თირკმლის დაავადებათა კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. არის 5 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. უროლოგი, სამედიცინო რადიოლოგი და რენტგენოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონტრალატერალური თირკმლის ცვლილებები ცალმხრივი მწვავე ოკლუზიური პიელონეფრიტის დროს", დაიცვა 1980 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური სხივური დიაგნოსტიკა თირკმლის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.216

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ულტრაბგერითი ასოციაცია , წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, ხაზინადარი

გააზიარე: