The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილი

ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილი
ოფიციალური სახელი:ანა ღოღობერიძე
დაბადების თარიღი:1842
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1890  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ახალციხე
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ოთხკლასიანი ქალთა სასწავლებელი.

1870 წელს  დააფუძნა "ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოება", რომლის მიზანსაც ახალციხეში ქართველი ქალებისთვის უფასო სასწავლებლის გახსნა, ასევე მათთვის ხელსაქმის სწავლება წარმოადგენდა. თავდაპირველად პედაგოგიურ საქმიანობას თავადაც ეწეოდა. ახალციხის ქალთა უფასო სკოლის დაფუძნებას, სადაც ძირითადად შეჭირვებულები სწავლობდნენ, იაკობ გოგებაშვილმა "ცისკრის ამოსვლა" უწოდა. 1875 წელს დროებით ქუთაისში გადასახლდა და იქაც ენერგიულად განაგრძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზრუნვა ღარიბ მოსწავლეთა ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად; 1885 წელს ისევ დაბრუნდა ახალციხეში საცხოვრებლად და გარდაცვალებამდე ზრუნავდა მის მიერ დაარსებულ სკოლაზე; მონაწილეობდა  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების "ახალციხის განყოფილების" დაარსებაში. იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ღოღობერიძის და, ახალციხის მაზრის სამხედრო უწყების მოხელე-გენერლის გ. მუსხელიშვილის მეუღლე. ქველმოქმედი.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135


გააზიარე: