The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ღოღობერიძე

ბესარიონ ღოღობერიძე
დაბადების თარიღი:1832
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 1879  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჯიხაიში, ხონის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის პირველ გიმნაზიაში. წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

სწავლის პერიოდში იყო სტუდენტთა რევოლუციური კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1862 წელს ჩამოყალიბდა პეტერბურგის რევოლუციური ცენტრის "მე-2 განყოფილება", იგი მდივნად აირჩიეს; წინადადება მისცეს პეტერბურგში დარჩენილიყო მეცნიერული მუშაობისთვის, მაგრამ იგი დაბრუნდა საქართველოში; 1868 წელს დაინიშნა თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებლად; 1873 წელს თბილისის ქალთა ინსტიტუტის დირექტორად; 1874 წელს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის სწავლა-განათლების დანერგვის საქმეში, განსაკუთრებით კახეთში. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლები საგარეჯოში, ყვარელში, ენისელში, გურჯაანში და სხვ. შემდეგ სამუშოდ ქუთაისში გადავიდა და სიცოცხლის ბოლო წლები აქ გაატარა. 1873 წელს მის მიერ შედგენილი იქნა ბანკის პროექტი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1876 წლის პირველ მაისს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა: gdi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი
  • ქუთისის სათავადაზნაურო ბანკი, თავმჯდომარე (1876-1879)

გააზიარე: