Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ღოღობერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჯიხაიში, ხონის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის პირველ გიმნაზიაში. წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში იყო სტუდენტთა რევოლუციური კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1862 წელს ჩამოყალიბდა პეტერბურგის რევოლუციური ცენტრის "მე-2 განყოფილება", იგი მდივნად აირჩიეს; წინადადება მისცეს პეტერბურგში დარჩენილიყო მეცნიერული მუშაობისთვის, მაგრამ იგი დაბრუნდა საქართველოში; 1868 წელს დაინიშნა თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებლად; 1873 წელს თბილისის ქალთა ინსტიტუტის დირექტორად; 1874 წელს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის სწავლა-განათლების დანერგვის საქმეში, განსაკუთრებით კახეთში. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლები საგარეჯოში, ყვარელში, ენისელში, გურჯაანში და სხვ. შემდეგ სამუშოდ ქუთაისში გადავიდა და სიცოცხლის ბოლო წლები აქ გაატარა. 1873 წელს მის მიერ შედგენილი იქნა ბანკის პროექტი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1876 წლის პირველ მაისს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა: gdi.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |