შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1958 წელს. 1961–1980წწ. იყო სანკტ–პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის კუპრიანოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკისა და კათედრის ასპირანტი, ასისტენტი, უფროსი ასისტენტი; თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა ზოგადი კარდიოქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები"(თბილისი, 1988), "რენოვასკულარული ჰიპერტონია"(თბილისი, 1999). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია.კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის არაპარაზიტული კისტები", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები(ჰემოდინამიკის, დიაგნოსტიკისა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურება", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.216 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |