შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ნადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1975–1981წწ. იყო №3 დერმატო–ვენდისპანსერის ექიმი, დერმატო–ვენეროლოგი; №7 მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1982–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1983–1992წწ. და 1992 წლიდან ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლების ეხება ანთროპომეტრიას, ფსიქომეტრიას, კორელაციებს. ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას. ექიმი–ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის ქალიშვილთა და ჭაბუკთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები და ორგანიზმის ზრდის დეფინიტური ვადები აქსელერაციის ფენომენის გათვალისწინებით", დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანთროპომეტრიული და ფსიქოდინამიკური მაჩვენებლების ურთიერთკავშირების განსაზღვრა სხვადასხვა კონსტიტუციურ ტიპებში(ქართველებში)', დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.216 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |