The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ღოღობერიძე

ნიკოლოზ ღოღობერიძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1838
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 1911  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1857 წელს, 1861 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ პატრიოტულ წრეში, აგრეთვე მეგობრობდა შემდეგში ცნობილ რუს მოღვაწეებთან; წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა; თბლისის გიმნაზიაში ასწავლიდა ისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს; სამი წლის შემდეგ ისტორიკოს დავით ბაქრაძესთან ერთად დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; ამავე ხანებში სხვებთან ერთდ თბილისში დააარსა ქართული სტამბა. ბეჭდავენ ქართულ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, მათვე გამოსცეს "დროება", რომლის შრიფტი სპეციალურად ვენიდან გამოიწერეს. 1868 წელს მუშაობა დაიწყო სასამართლო სისტემაში. ის დაინიშნა ჯერ მომრიგებელ მოსამართლის თანაშემწედ თბილისის მაზრაში, შემდეგ ქუთაისის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ, ბოლოს კი ქუთაისის ოლქის სუდის წევრობა მისცეს. ერთი პერიოდი სამსახურს თავი დაანება და ნაფიც ვექილად ჩაირიცხა, მაგრამ მალე ისევ სასამართლოში დაბრუნდა, სადაც დაინიშნა ქუთაისის საოლქო სუდის უფროს ნოტარიუსად. იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ მან დატოვა ბანკი და მალევე საკუთარ მამულში სოფ. რგანში ჩაება მარგანეცის მოპოება-დამუშავების საქმეში. პირველ ეტაპზე ის ეწეოდა მხოლოდ მარგანეცის ექსპორტს ევროპაში. შემდეგ შეიძინა მღვიმეში ადგილები, სადაც თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უშურველად ახმარდა ქართველი ერის სამსახურს. 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველოთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებებს. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა სტატიები პერიოდულ გამოცემებში, წერდა ევროპის სახელმწიფო კოსტიტუციის შესახებ, ასტრონომიის საკითხებზე, ბამბის მოშენებასა და მის მნიშვნელობაზე; ქართულად თარგმნა და გამოსცა მარი ბროსეს "საქართველოს ისტორიის" ორი ტომი.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში- იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.netმამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.352

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1879-)

გააზიარე: