შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963–1966წწ. იყო ცაგერის რაიონის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე; 1966–1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასპირანტი; ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსულ ინფექციათა იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–1980წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ინფექციათა იმუნოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამსრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ტიფო–პარატიფული დაავადებების კლინიკა იმუნიტეტისა და პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტი", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.217
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |