The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1977წწ. იყო სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის სხივური თერაპიის განყოფილების ორდინატორი; 1977–1985წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკო–აბდომინური განყოფილებისა და ფილტვის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, 1985 წლიდან რბილი ქსოვილებისა და ძვლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, თრომბოჰემორაგიულ სინდრომს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "Тромбогеморрагический синдром"("საბჭოთა საქართველო", 1988), "Синдром Мачабели в онкологии"("განათლება", 1998), სახელმძღვანელო – "ზოგადი ონკოლოგია"(1996), "Sos Brokerinternational". ეკუთვნის  9 რაციონალიზატორული წინადადება, 6 მეთოდური რეკომენდაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. ჟურნალ "საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის მაცნეს" მთავარი რედაქტორი; ონკოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოაგულაციურ–ლაზისური სისტემის დარღვევების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა რადიკალური ოპერაციების დროს ონკოლოგიურ ავადმყოფებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.217

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამხედრო–სამედიცინო აკადემია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ქიმიოთერაპიის მოლოდინში... : "სამახსოვრო" ონკოლოგიური პაციენტებისათვის, რომელთაც დანიშნული აქვთ ქიმიოთერაპია/ (ავტორი). - თბილისი, საქ. სამხ.-სამედ. აკად., ავსტრიის ფარმაცევტ. ფირმა "Ebewe" , 2010. - 44გვ.. - ISBN: 978-9941-0-2239-5
  • ონკოდერმატოლოგია : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, საზოგადოება ცოდნა, 2009. - 98გვ.. - ISBN: 978-9941-0-1247-1
  • მასტოპათია (ავტორი). - თბილისი, ხირონი, 2008. - 87გვ.
  • ზოგადი ონკოლოგია (ავტორი). - თბილისი, სახელმძღვ. უმაღ. სამედ. სასწ. სტუდ., 1996. - 134გვ.. - ISBN: 5-505-02064-X

გააზიარე: