Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ნადირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1977წწ. იყო სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის სხივური თერაპიის განყოფილების ორდინატორი; 1977–1985წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკო–აბდომინური განყოფილებისა და ფილტვის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, 1985 წლიდან რბილი ქსოვილებისა და ძვლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, თრომბოჰემორაგიულ სინდრომს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "Тромбогеморрагический синдром"("საბჭოთა საქართველო", 1988), "Синдром Мачабели в онкологии"("განათლება", 1998), სახელმძღვანელო – "ზოგადი ონკოლოგია"(1996), "Sos Brokerinternational". ეკუთვნის 9 რაციონალიზატორული წინადადება, 6 მეთოდური რეკომენდაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. ჟურნალ "საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის მაცნეს" მთავარი რედაქტორი; ონკოლოგ–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოაგულაციურ–ლაზისური სისტემის დარღვევების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა რადიკალური ოპერაციების დროს ონკოლოგიურ ავადმყოფებში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.217 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |